ბათუმის სანაპიროს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული გემი მოადგა - ხომალდი დინებამ შემოიყვანა

05.10.26 10:23
ბათუმის სანაპიროს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული გემი მოადგა - ხომალდი დინებამ შემოიყვანა

ბათუმის სანაპიროსთან ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი გამოჩნდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებამ შემოიყვანა. 

გემი იდენტიფიცირებულია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ხოლო თურქულ მხარესთან კოორდინაციით მიმდინარეობს ხომალდის ბუქსირებისა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის სამუშაოები.

ამ დროისთვის უცნობია, რა ვითარებაში დარჩა გემი ეკიპაჟის გარეშე და როგორ აღმოჩნდა ღია ზღვაში.

მსგავსი სიახლეები