შსს-მ შშმ პირს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა - აქტივისტი ბრალდებას უარყოფს
„ოლე-ოლას“ სიმღერის გამო შსს-მ შშმ პირს სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა. უწყვეტი აქციების მონაწილე დუტა ჯავახიშვილი ამბობს, რომ პოლიცია მას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება იმ ფაქტზე, რომელსაც, მისი თქმით, საერთოდ არ დასწრებია.
სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელი წერს, რომ ჯავახიშვილი თბილისის საკრებულოსთან „ოლე-ოლას“ მღეროდა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა.
თავად დუტა ჯავახიშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ იმ დღეს საკრებულოსთან საერთოდ არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, არც „ოლე-ოლა“ უმღერია.
შსს-ს მტკიცებით, 2026 წლის 24 სექტემბერს ვიდექი საკრებულოსთან და ვმღეროდი "ოლე-ოლას", რაც არ შეესაბამება სიმართლეს და მეტიც, მტკიცებულებად აქვს ვიდეომასალა წარმოდგენილი, თუმცა ამ ვიდეომასალაში საერთოდ არ ვჩანვარ. ვიყავი პარლამენტთან წარმოდგენილი და არა საკრებულოსთან და ამის მტკიცებაც შეგვიძლია. იქ წერია, რომ "ქართული ოცნების" მომხრეებს ვუმღეროდი "ოლე-ოლას". საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდითო. ვინმე ლაშა კიკნაძე ხელს მადებს პირდაპირ. მინდა, აქედან მივმართო შსს-ს: გთხოვთ, რომ თქვენითვე გაიტანოთ ეს სარჩელი, რადგან დიდი ბრძოლა მოუწევთ ჩემთან, - ამბობს დუტა ჯავახიშვილი.