პოლიცია „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
- გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სასწავლებლის დამფუძნებელი კახა შენგელია "პირველებს" უდასტურებს, რომ დაკითხვაზე ისიც იყო მისული.
უნივერსიტეტის მინიმუმ სამი სტუდენტი კლინიკაში „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ის შემდეგ გადაიყვანეს.
ვრცელდება არა ერთი ვერსია, მათ შორის სტუდენტების ჯგუფებში, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს განზრახ მოწამვლას.
შენგელია მიზანიმართულად, განზრახ მოწამვლის ფაქტს გამორიცხავს.
"მოხდა ზედოზირება, განზრახ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია, ეს ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებასაც"- თქვა მან.