რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე პოსტზე რჩება

05.10.26 13:14
რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე პოსტზე რჩება

რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე პოსტზე რჩება. "პირველების" კამერამ დღეს რუსთავის მეექვსე საპყრობილესთან ტრაპაიძის ავტომობილი გადაიღო.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. 

დავითაძეების მოთხოვნად რჩება სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, სადაც მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.

ამასთან, პენიტენციური სამსახური ჯერ კიდევ არ ამბობს ე.წ შუმოკის მოწყობისთვის რამდენი პატიმარი დასაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი დავითაძის მხარდაჭერისთვის დასჯილები დეესკალაციის ოთახში არიან ჩაყვანილი. ვიდრე ისინი საკუთარ საკნებში არ დაბრუნდებიან დავითაძე "ვივა-მედში" არ გადავა.

გიორგი ისევ აქ [ №6 პენიტენციური დაწესებულებაში] არის, არ არის გადაყვანილი "ვივა მედში", ძალიან ვნერვიულობ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცაღა, ამ საქციელით, რაც გიორგიმ გააკეთა, ვფიქრობ, რომ გამოჩნდა, როგორი ვაჟკაცია.

ზუსტად, იმისთვის გააკეთა, რომ პატიმრები, რომლებიც გიორგის მხარში ამოუდგნენ და მისი მხარი დაიჭირეს, ჩაიყვანეს ყველანი დეესკალაციაში და მისი განცხადებით, როგორც გვითხრა, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, მხოლოდ მას შემდეგ გადავა კლინიკაში, როცა მათ ამოიყვანენ დეესკალაციის ოთახიდან.

რაც შეეხება [პენიტენციური სამსახურის] განცახდებას, ესეც ერთ-ერთი ფაქტი არის, ჩემი აზრით, რომ უკვე ჩვენი ძალა იგრძნობა ამით. მოვითხოვთ ჩვენ ოჯახის წევრები, რომ ამ გამოძიების პერიოდში, პირველ რიგში შეუჩერდეთ მათ [ძალადობაში მხილებულ ბადრაგებს] სამსახურეობრივი უფლებამსილება, განსაკუთრებით უპირველეს ყოვლისა შოთა ტრაპაიძეს, ვინაიდან ის არის ციხის უფროსი, გავლენიანი ადამიანია და შესაძლოა, იქონიოს თავის ქვეშევრდომებზე ესე რომ ვთქვათ გავლენა, შესაბამისად, პირველ რიგში ის და შემდეგ ყველა ბადრაგს შეუჩერდეს უფლებამოსილება და შემდეგ ვითხოვ მათ გასამართლებას"- აცხადებს მსჯავრდებულის ცოლი. 

36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა: 

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა. 

მსგავსი სიახლეები