„პროკურატურას ერთი თვის წინ მივმართე და პასუხი არ მიმიღია“ - ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

05.10.26 15:33
„პროკურატურას ერთი თვის წინ მივმართე და პასუხი არ მიმიღია“ - ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. მათ შორისაა ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ჭავჭანიძემ სასამართლოში მოითხოვა, პროკურატურას მისთვის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პასუხი გაეცა და ის სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით კი, მათ ჭავჭანიძის განცხადება არ მიუღიათ და არც იმის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურდა. ამასთან, პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის წინადადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია.

 

მსგავსი სიახლეები