საპროცესო შეთანხმებას ლაშა ბერიძეც ითხოვს - პირობები მომავალ სხდომაზე დამტკიცდება

05.10.26 16:33
საპროცესო შეთანხმებას ლაშა ბერიძეც ითხოვს - პირობები მომავალ სხდომაზე დამტკიცდება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულის, ლაშა ბერიძის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის თქმით, მსჯავრდებულთან მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება.

იურისტი ამბობს, რომ პირობებიც ამავე სხდომაზე დაზუსტდება.

მისი თქმით, ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით და ლაშა ბერიძემ სწორედ ეს უფლება გამოიყენა.

„მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება. პირობებიც დაზუსტდება. ამ ეტაპისათვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები, ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით. შესაბამისად, მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ აღნიშნული უფლება გამოიყენა და მიმართა ბრალდების მხარეს, რათა მათ შორის მოხდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება",- განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები