გიორგი დავითაძე ამბობს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

05.10.26 17:05
გიორგი დავითაძე ამბობს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

გიორგი დავითაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ექვსმა პატიმარმა  შიმშილობა დაიწყო. იურისტის თქმით, ამ ფორმით აპროტესტებენ მსჯავრდებულები გიორგი დავითაძის წინაღმდეგ განხრციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებას. 

ამის პარალელურად, სპეციალური პენიტენციური სამსახურმა ახალი კადრები გამოაქვეყნა და განცხადებაში დაწერა, რომ პატიმრებმა ბადრაგს სცემეს. უწყება ამტკიცებს, რომ მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან.

„გიორგის მონათხრობის მიხედვით, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავიდა ეს კადრები – როგორ ისვრის გიორგი პოლიციელის მისამართით, ციხეში ატყდა „შუმოკი“ [ხმაური]. გრგვინავდა ციხე… ყველამ მოითხოვა „პრაგულკა“ [გასეირნება]… გამოითქვა პროტესტი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ პროტესტის ფარგლებში მოექცა ის მიზეზი, რასაც დღეს პენიტენციური. დაახლოებით 6 პატიმარი შიმშილობს, გიორგის უცხადებენ სოლიდარობას“, – განაცხადა დარეჯან სულაშვილმა.

 

რაც შეეხება შესაძლო გაუპატიურების ეპიზოდს, დავითაძემ ადვოკატს კონკრეტული გვარები დაუსახელა:

კვარაცხელია არის ის თანამშრომელი, რომელსაც ეკეთა ლატექსის ხელთათმანები. დიახ, ზუსტად გიორგი კვარაცხელიას თავზე არის დამონაჟებული კამერა.

გიორგი დარწმუნებით ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც მის სხეულში ხელთათმანიანი ხელით შეაღწია იყო გიორგი კვარაცხელია. იქ არის კიდევ მეორე ფიგურანტი, რომლის მიმართაც კიდევ არსებობს კითხვები, არის ციხის თანამშრომელი კორპუსის მაყურებელი, ასე იცის მან და ისიც იღებდა მონაწილეობას დამამცირებელ მოპყრობაში, თუმცა მის სხეულში მან [გიორგი დავითაძემ] იგრძნო რეზინიანი თითის შეღწევა.

თვალსაჩინოდ ჩანს, როდესაც გორგი კვარაცხელია თავზე აწვება ორი ხელით, შემდეგ ქრება ცალი ხელი, მარჯვენა ხელი, მიდის უკან და ერთ მომენტში, როდესაც ერთ მომენტში მისი ეს მარჯვენა ხელი ბრუნდება უჯან ადამიანი, რომელიც მას ეფარება, რაღაც მომენტში იწევა და ჩანს როგორ მოდის ხელი მისი შარვლიდან და იქვე ტანზე აწმენდს ხელს, ვიდრე თავზეც მიაწვდენს.

კამერაში მას გათიშული ჰქონდა გათბობა და ციოდა ძალიან, ეცვა ორი შარვალი. გიორგი კვარაცხელიას ხელის ამოწევის მომენტში ამოყვა მეორე შარვალი. 

გიორგის გაკოჭვის და იმ აქტის შემდეგ, თითოეული თანამშრომელი მიდის და ყურში რაღაცას ეუბნება გიორგის.  ამაზე გიორგი აცახდებს, რომ ყველა უცხადებდა, რომ "ის უკვე ქათამია" და ის უკვე გაუპატიურებულია"- აცხადებს ადვოკატი. 

გიორგი დავითაძე დღეს ასევე მოინახულა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სოფო ხორგუანმა. სოფო ხორგუანიც აცხადებს, რომ რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დაიწყო.

რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. მე, უბრალოდ, მინდა ამ პატიმრებს ვთხოვო, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელოთ სამართლებრივი გზებით, მაგრამ თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

36 წლის გიორგი დავითაძემ გუშინ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. 

კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა: 

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა. 

მსგავსი სიახლეები