პანკისის ხეობაში “ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი” დაიხურა

06.10.26 10:23
პანკისის ხეობაში “ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი” დაიხურა

პანკისის ხეობაში “ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი” დაიხურა - მიზეზი ახმეტის მერიის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ორგაანიზაციას ფართის მიქარავებაზე უარი უთხრა. არადა ცენტრი, რომელიც უამრავი ახლაგაზრდის საჭირობებზე  მუშაობდა, სოფელ ჯოყოლოში 2014 წლიდან  ფუნქციონირებდა. 

ცენტრი 2014 წლიდან “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” ბაზაზე მუშაობდა. შენობა, სადაც ცენტრი ფუნქციონირებდა, ახმეტის მერიას ეკუთვნის და ორგანიზაციას იჯარით ჰქონდა დაქირავებული.

"ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი" პანკისის ხეობაში არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის იყო არაფორმალური განათლების მიღების ერთადერთი საშუალება.

სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ უფასოდ მომზადებულიყვნენ სხვადასხვა საგანში, მათ შორის ქართულში, მათემატიკაში, უცხო ენებში, და დასწრებოდნენ ტრენინგებს.

ასევე, ცენტრში იყო სპეციალური კურსები ქალებისთვის - შეასწავლიდნენ კულინარიას, კერვას, ქარგვას, უცხო ენებს...

"კახეთის რეგიონული განვითარების" ფონდის ინფორმაციით, ყოველწლიურად საგანმანათლებლო ცენტრში არაფორმალურ განათლებას იღებდა 150-მდე პანკისელი.

მსგავსი სიახლეები