სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის პროცესი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის პროცესი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.