8 ოქტომბერს მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ქუთაისში, ე.წ. ავტოქარხნის ციხესთან, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია, 8ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
"პოლიციელების ძალადობის მამხილებელს მხარდაჭერა სჭირდება" - წერენ აციის ორგანიზატორები.
გიორგი კვიცარიძე 2025 წლის 31 დეკემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი კვიცარიძე ის IT სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა.
ეს ის ცნობილი მასალაა, რომელიც "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროვა და სადაც ქობულეთში სამი ახალგაზრდის ცემა ასახული.