პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინაცვლებს - პატიმრის ოჯახი ეთერს ითხოვს

06.10.26 13:58
პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინაცვლებს - პატიმრის ოჯახი ეთერს ითხოვს

პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერები პენიტენციურის შენობიდან მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მიემართებიან.

პატიმრის ოჯახი ითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ პირდაპირი ეთერი დაუთმოს.

36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა.  კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს  დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. 

პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები