პატიმარი ჰყვება, რომ დავითაძის ამბის გახმაურების შემდეგ, ციხის კონკრეტული თანამშრომლები პატიმრებს უწყვეტად აგინებდნენ
პატრიმობაში მყოფი ბექა შენგელიას ინფორმაციით, გიორგი დავითაძის ამბის გახმაურების შემდეგ, ციხის ადმინისტრაციის ცალკეული თანამშრომლები ცდილობდნენ ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებას და რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას საკანში მყოფ პატიმრებს.
როგორც მისმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროვოკაციის ან/და რაიმე უკანონო საგნის “ჩადების” თავიდან არიდების მიზნით, აპირებს არ დატოვოს საკანი.
მისივე ინფორმაციით, ბექა და კიდევ რადენიმე პატიმარი ითხოვს სახალხო დამცველთან შეხვედრას და ასევე, კონკრეტული ადმინისტრაციის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩამოაცილონ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, ასევე,
რამდენიმე წუთის წინ დავტოვე N6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულება.
მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბექა შენგელია.
ბექას განცხადებით, გიორგი დავითაძის ამბის გახმაურების შემდეგ, ადმინისტრაციის ცალკეული, (ხაზგასმით) კონკრეტული თანამშრომლები ცდილობდნენ ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებას, რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას საკანში მყოფ პატიმრებს, რასაც მოჰყვა კიდეც რამდენიმე ინციდენტი.
ბექას ცნობით, ადგილზე შიმშილობს მინიმუმ 4 პატიმარი.
ბექა, პროვოკაციის ან/და რაიმე უკანონო საგნის “ჩადების” თავიდან არიდების მიზნით აპირებს არ დატოვოს საკანი.
ბექა სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ციხის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს მის სიცოცხლეზე, ჯანრთელობასა და ყველა შესაძლო გართულებაზე.
მოშიშმშილე პატიმრებისა და ბექა შენგელიას მოთხოვნაა დაუყოვნებლივ შეწყდეს მათზე ყოველგვარი ზეწოლა, ხოლო, კონკრეტული ადმინისტრაციის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩამოაცილონ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.
ბექა ითხოვს სახალხო დამცველთან შეხვედრას და სწორედ სახალხო დამცველის მეშვეობით აპირებს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაფია კონკრეტული თანამშრომლების ვინაობის შესახებ.
მისი საჯარო განცხადება უნდა გახდეს მისი უსაფრთხოების გარანტია.
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia, - ფურცელაძე.