პატიმარი ამბობს, რომ გეგუთის ციხეში პირი ამოიკერეს - "მიზეზი დირექტორის მხრიდან ტერორია"
ქუთაისელი პატიმარი ლევან გულუა გეგუთის მე-14 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას მასზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს - პატიმარი „ინფო იმერეთს“ დაუკავშირდა და თავისი პრობლემების გასაჯაროება სთხოვა.
როგორც ლევან გულუა ამბობს, გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი მას პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას და თანამშრომლობას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი შეურაცხყოფას აყენებდნენ.
გეგუთის ციხის ბინადარი აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ პირი ამოიკერა. გულუას თქმით, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართეს სხვა პატიმრებმაც.
გუგა წირაქაშვილი არის გეგუთის დაწესებულების დირექტორი, ეგ და უსაფრთხოების უფროსი ითოვდნენ ჩემგან ინფორმაციებს, მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა ჩემზე. მივმართე გიორგი კიკალიშვილის, დეპარტამენტის წარმომადგენელი არის, ავიხსენი ყველაფერი, მოვუყევი და პირიქით, მეცხრე დღეს გეგუთის მე-14 დაწესებულებიდან გადამიყვანეს გეგუთის მეორე დაწესებულებაში. მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ზირაქაშვილი მამუკა, დაწესებულების ხელმძღვანელი ვინც არის მე-14-ში, მეგრელიშვილი არის ტარიელი უსაფრთხოების უფროსი და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მოვხდი. მოვიკერე პირი, იძლებული გავხდი. ჩემთან ერთად ბიჭებმაც ამოიკერეს პირი. მივმართეთ ამ პროტესტის ზომას, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნდა. გვინდა საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა და კეთილი ინებოს, იოსელიანი რომ გამოდის იქ და დაზეპირებულ ტექტებს რომ ყვება, შესულები ვიყავით და არაფერი არ ხდებაო. მომისმინოს აბა მე და გავარკვევ ყველა დეტალებში. თუ უნდა რამე რეაგირებსი გაკეთება გააკეთოს", - ამბობს პატიმარი ლევან გულუა.