გიორგი კირვალიძეს, ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გიორგი კირვალიძეს, ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რასაც კირვალიძის პროტესტი მოჰყვა.
შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა, - ასე მიმართა მან მოსამართლეს.
მანამდე კი, ვიდრე მას დარბაზიდან გაიყვანდნენ, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეაგინა.
გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.
გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.
ამის შემდეგ, 19 აგვისტოს პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.