სტიქიამ კახეთში ვენახები დასეტყვა - დაიტბორა სახლები და ქუჩები
დასეტყვილი ვენახი, დატბორილი ბაღები, წყლით სავსე სახლები და ქუჩები - კახეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ათობით მოქალაქე დააზარალა. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება თელავში და ახმეტაში. მევენახეეებს მოსავალი ასაღები ჰქონდათ, რადგან რთველი ყურძნის შაქრიანობის მატების გამო გადადეს, ახლა კი მოსავალი პრაქტიკულად აღარ არსებობს.
ზარალის დათვლა დიდი ალბათობით დღეს დაიწყება. გუშინ კი მთელი საღამოს განმავლობაში დატბორილი იყო თელავის ქუჩები. წყლით იყო სავსე თელავის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც.