"ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო" - ეროვნული ბანკი „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებას განმარტავს
ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ეხმიანება სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტს და სრულად ემიჯნება აღნიშნულს.
ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ ნანა ყეინიშვილი მარტო მოქმედებდა.
ნათია თურნავას უწყება ასევე კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ დააჯარიმეს „ბიტექსჩეინჯი“ - ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, უსაფუძვლოა და ამტკიცებს, რომ აღნიშნული საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში არ განეკუთვნებოდა ნანა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას და შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ ექნებოდა გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი სუბიექტის შემოწმების პროცესი არის მკაცრად კონფიდენციალური. ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება შესაბამისი გუნდის გარდა, არც ერთ პირს, მათ შორის საბჭოს წევრებს. აქვე განვმარტავთ, რომ ნანა ყეინიშვილი იყო ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრი, შესაბამისად არ მონაწილეობდა ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში და არ გააჩნდა ოპერატიული მართვის მანდატი.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“ დაჯარიმებას, აღნიშნული შემოწმება განხორცილდა გეგმიურად 2026 წლის თებერვალში. შესაბამისად, შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არის უსაფუძვლო და საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა.
აქვე დეტალურად განვმარტავთ შპს „ბიტექსჩეინჯ“-ის დაჯარიმების პროცედურასა და ისტორიას.
1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობის უხეში დარღვევა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შპს „ბიტექსჩეინჯი“-ს (ს/ნ: 404595121)-ის შემოწმება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესაფასებლად. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის კომპანიას ჯამში 572 118 000 ლარის, ხოლო კომპანიის ორ ადმინისტრატორს, თითოეულს, დამატებით 7 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.
კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების უდიდესი ნაწილი (572 033 000 ლარი) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, კომპანიამ თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განახორციელა ოპერაციები ისე, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და მათი ვინაობის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა. ხაზგასასმელია, რომ კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია სავალდებულოა თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, თანხის ოდენობის მიუხედავად. ამასთან, თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით კლიენტის ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესით, რაც კომპანიამ არ უზრუნველყო.
აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი დარღვევები უკავშირდებოდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ მოთხოვნას - პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევას. აღნიშნული მოთხოვნების დაცვა წარმოადგენს პრევენციული ღონისძიებების აუცილებელ საფუძველს და მნიშვნელოვანია როგორც კლიენტთან, ისე ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების სათანადოდ შეფასებისა და მართვისთვის.
ამასთან, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ შესაბამისად, პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევა მიეკუთვნება მძიმე დარღვევათა კატეგორიას. აღნიშნული კლასიფიკაცია მიუთითებს ამ მოთხოვნებისთვის მინიჭებულ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მათი შეუსრულებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ ან პროცედურულ ხარვეზს, ვინაიდან მნიშვნელოვნად ზღუდავს კლიენტის ვინაობის დადგენის, მასთან დაკავშირებული რისკების შეფასების, განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგისა და საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენის შესაძლებლობას.
სწორედ დარღვეული მოთხოვნების ფუნდამენტური ხასიათი, მათი მნიშვნელობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, ასევე გამოვლენილი დარღვევების სიმძიმე და მასშტაბი განაპირობებდა კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ფულადი ჯარიმის მოცულობას. შესაბამისად, სანქციის ოდენობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი თანხობრივი გამოხატულების, არამედ დარღვეული ვალდებულებების არსისა და გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის გათვალისწინებით.
2. აკრძალული და უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციები
შემოწმებისფარგლებშიორგანიზაციისმიერწარმოდგენილიინფორმაციისადათვითმომსახურებისკიოსკებისმეშვეობითგანხორციელებულიტრანზაქციებისშესწავლისასგამოვლინდა, რომერთ-ერთყველაზეხშირადგამოყენებულვირტუალურიაქტივისმიმღებმისამართთანდაკავშირებითსაჯაროწყაროებში, მათშორის, Google-ისსაძიებოსისტემისსაშუალებით, იძებნებოდაინფორმაციააღნიშნულიმისამართის Telegram არხის/ჯგუფისმეშვეობითსხვადასხვააკრძალულინივთიერებების სავარაუდორეალიზაციასთანშესაძლოკავშირისშესახებ. ამასთან, ტრანზაქციებისინტენსივობის, მსგავსიმახასიათებლებისადამოცულობისგათვალისწინებით, ანალოგიურიხასიათისტრანზაქციებიფიქსირდებოდასხვავირტუალურიაქტივისმისამართებზეც.
3. ხარვეზები კომპანიის მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონულ სისტემებში
გარდა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისა, შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები კომპანიის მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონულ სისტემებში. კერძოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესრულებული ოპერაციები მის სისტემაში სრულად უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს აღრიცხული ინფორმაციის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედების ე.წ. „ლოგირება“ და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისიდან მათ შესახებ ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება. ამასთან მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა როგორც სანქცირებული და პოლიტიკურად აქტიური პირების გადამოწმების სისტემაში, რის გამოც ვერ დასტურდებოდა მომხმარებელთა სათანადო გადამოწმება, ისე საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენის სისტემაში. კერძოდ, არსებული ხარვეზები ხელს უშლიდა მაღალი რისკის ოპერაციების, მათ შორის, სხვადასხვა ბლოკჩეინზე განხორციელებული დაკავშირებული ტრანზაქციებისა და ვირტუალური აქტივის საფულეებს შორის კავშირების გამოვლენას. ამასთან, კომპანიამ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ წარუდგინა ანგარიშგება ორი საეჭვო ოპერაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ოპერაციებში იკვეთებოდა საეჭვოობის სხვადასხვა ინდიკატორი. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ჯარიმების წესის შესაბამისად, საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარუდგენლობა და პროგრამულ (ელექტრონულ) სისტემებთან დაკავშირებული ხარვეზები მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დარღვევათა კატეგორიას.
4. სებ-ისთვის არასწორი და არასრული ინფორმაციის წარდგენა
გარდა ამისა, კომპანიამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შემოწმების ფარგლებში არასწორი და არასრული ინფორმაცია წარუდგინა. წარმოდგენილ მონაცემებში არსებულმა შეუსაბამობებმა და ინფორმაციის განმეორებით გამოთხოვის აუცილებლობამ შეაფერხა შემოწმების პროცესი. ამასთან, შემოწმების შედეგად ვერ დადასტურდა, რომ კომპანიის პროგრამული სისტემები, ადამიანური რესურსი და შიდა კონტროლის მექანიზმები შეესაბამებოდა მისი საქმიანობის მასშტაბს, ტრანზაქციების მოცულობასა და ვირტუალური აქტივების სექტორისთვის დამახასიათებელ რისკებს.
დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების, ზედამხედველობას რისკზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 31 დეკემბრის №297/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩოს“ საფუძველზე ახორციელებს.
ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტებისა და საქართველოს ორგანული კანონმდებლობის შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ზედამხედველობა ხორციელდება რისკზე დაფუძნებული მიდგომით. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს, ერთი მხრივ, საზედამხედველო ყურადღების მომეტებული რისკის მატარებელ სუბიექტებსა და საქმიანობებზე კონცენტრირებას, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული საზედამხედველო რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
აღნიშნული პრინციპებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს როგორც წინასწარ დაგეგმილ საზედამხედველო შემოწმებებს, ისე, შესაბამისი რისკის ან გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, არაგეგმურ (ე.წ. ad hoc) ინსპექტირებებს. აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში ამჟამადაც მიმდინარეობს რამდენიმე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადგილზე ინსპექტირება.
მხოლოდ 2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯამში 51 საზედამხედველო სუბიექტი შემოწმდა, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“. ამასთან, პარალელურად მიმდინარეობს სხვა საზედამხედველო სუბიექტების შემოწმებებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემში არ არის ასახული. დასრულებული შემოწმებების შედეგად, სუბიექტების უდიდესი უმრავლესობის მიმართ გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად გამოყენებულ იქნა ფულადი ჯარიმები, რაც ასახავს საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ საზედამხედველო მიდგომას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
ამავე თემაზე:
- ზურაბიშვილი ყვება, როგორ დაინიშნა ყეინიშვილი ეროვნულ ბანკში
- ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოში არჩევას მხარი კობაძემ და პაპუაშვილმაც დაუჭირეს