ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
აქციებზე დაკავებული აქტივისტი რეზო კიკნაძე აცხადებს, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ დედისა და ორი უახლოესი ადამიანის ტელეფონის ნომერი დაუბლოკა, რის გამოც უკვე ორი თვეა, ახლობლებთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში აქტივისტი ვარაუდობს, რომ შეზღუდვა პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად ჩაწერილ ხმოვან მიმართვას უკავშირდება. მისი თქმით, ნომრების დაბლოკვის ოფიციალური მიზეზი მისთვის უცნობია.
ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს . მიზეზი არ ვიცი. სავარაუდოდ, ვოისი რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი, - ნათქვამია სოცქსელშ გავრცელებულ ინფორმაციაში.