გამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში, რომელიც "ოცნების" ლიდერების მოსაწონებლად შეიქმნა - კვლევა
კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომლის ანგარიშების უმრავლესობა 2 დღეში შეიქმნა, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების პოპულარობას ხელოვნურად ზრდის - ეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მოტიტორინგის შედეგად ირკვევა.
„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 400-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში, რომლებიც 2026 წლის 25-26 აგვისტოს შეიქმნა. ანგარიშები InterPressNews-ის ფეისბუქგვერდზე იწონებენ ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს.
ქსელის ანგარიშების უმრავლესობა პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ გამოსახულებას იყენებს და ერთსა და იმავე ფეისბუქგვერდებს იწერს. ანგარიშების ერთ წყაროდან მართვაზე მიუთითებს ისიც, რომ ერთი და იგივე ანგარიშები სხვადასხვა პოსტს იდენტური თანმიმდევრობით იწონებენ"- წერს ორგანიზაცია.
ISFED-ის ცნობით, ქსელში, ასევე, გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი ანგარიშები, რომელთა შექმნის თარიღები ემთხვევა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ადრე, „იმედის“ პოსტზე გამოვლენილი ქსელის შექმნის პერიოდებს.
კვლევა სრულად: https://shorturl.at/ja5Xa