პატიმარი ამტკიცებს, რომ ძალადობის ვიდეოში ამოიცნო ბადრაგები, რომლებიც მას ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენ

12.10.26 11:29
პატიმარი ამტკიცებს, რომ ძალადობის ვიდეოში ამოიცნო ბადრაგები, რომლებიც მას ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენ

 

 

ნომერ მეექვსე დაწესებულების ყოფილი პატიმარი მზადაა, საგამოძიებო უწყებას  ჩვენება მისცეს. როგორც მსჯავრდებულმა ადვოკატს უთხრა, რუსთავის ციხის უკვე ცნობილ ვიდეომასალაში, სადაც  გიორგი დავითაძეზე სავარაუდო ძალადობაა ასახული, ის ბადრაგები ამოიცნო, რომლებმაც მისი მტკიცებით, ღირსება მასაც შეულახეს და ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენ.

"პირველების" ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებები ინფორმირებული არიან ციხეში მომხდარ ამ კონკრეტულ ფაქტზე, თუმცა იურისტის თქმით, ძალადობაში მხილებული ციხის თანამშრომელი ისევ სისტემაში მუშაობს. 

ადვოკატის თქმით, სწორედ რუსთავის მეექვსე ციხეში განხორციელებული ძალადობის შემდეგ გადაიყვანეს ეს პატიმარი სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს ამჟამადაც იხდის. 

მას ემუქრებოდნენ, რომ დასვამდნენ ბოთლზე, ასევე გაუსწორდნენ რამდენჯერმე. მან მაშინვე მიმართა გამოძიებას, მის მერე ერთ წელზე მეტია გასული, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა. მას მიაყენეს სხვადასხვა მრავლობითი დაზიანებები და ერთხელ როდესაც მას სცემდნენ და როდესაც ემუქრებოდნენ, რომ მას ბოთლზე დასვამდნენ, ასევე მას ერთ-ერთმა ბადრაგმა უთხრა, რომ ეს ყველაფერი გარედან მოდიოდა და მოკითხვა შემოუთვალეს გარედან. ეს ყველაფერი ხდებოდა რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში სანამ მეექვსე დაწესებულებაში გადაიყვანდნენ გლდანის მერვე დაწესებულებაში.

დავითაძის კადრებშიც ჩანს ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც უშუალოდ იღებდა მის ცემაში მონაწილეობას. სახელი და გვარიც იცის, გამოძიებასაც მიმართა, მაგრამ ესა ადამიანი დღემდე დაკავებული არ არის"- აცხადებს ადვოკატიო ლაშა ტყეშელაძე.