მანაგაძე რუსულ ემბარგოზე: პრობლემები მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს რომ შექმნოდათ, მინისტრი უკვე მოსკოვში იჯდებოდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ვასილ მანაგაძის შეფასებით, რუსეთის ბაზარზე ჭარბი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, რუსული მხარის მიერ ქართული სასმელების იმპორტის შეზღუდვა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო.
როგორც მან დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ განაცხადა, ყველაზე საგანგაშო ამ ამბავში ის დუმილია, რომლითაც “ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეხვდა ამ ყველაფერს.
დარგის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს ღვინის ეროვნულ სააგენტოს და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირდაპირ მოვალეობაა, ცხადი განცხადებები გაკეთდეს, რომ იმ პროდუქტების ხარისხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არფრით არ შეიძლება, რომელსაც რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს.
ეს დუმილი ბევრ კითხვის ნიშანს მიჩენს მე, რომ რა შიში აქვთ, რატო არ იღებენ ხმას. ამ კოპანიებს, რომ ხმამაღლა აფიშირებულად არ დაუდგებიან გვერდში, ხმას არ აიმაღლებს, რომ გამორიცხულია, მანდა რამე ხარისხის პრობლემა იყოს, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს. ეს პრობლემები უჩა მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს - ან “ბოლეროს“, ან “დევეკას“ რომ შექმნოდა, დარწმუნებული ვარ მინისტრიც და სააგენტოს თავმჯდომარეც, აზიმუტის პირველი რეისით ახლა იჯდებოდნენ მოსკოვში, ან პიატიგორსკში, რომ ეს პრობლემა გაერკვიათ, მაგრამ ვინაიდან ეს ეხება წესიერ, ნორმალურ კომპანიებს, არის დუმილი, რომელიც არის ყველაზე საშიში, - განაცხადა მანაგაძემ.