საქართველოს ბანკის პარტნიორმა "ვითი ჯგუფმა" ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა

13.10.26 14:32
საქართველოს ბანკის პარტნიორმა "ვითი ჯგუფმა" ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესი განათლების სექტორში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორმა კომპანია "ვითი ჯგუფმა" ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 11.5 მლნ. ლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის დაფინანსება კი 7 მლნ. ლარია.

ახალი კამპუსი ბაგრატიონის ქუჩა #117-ში მდებარეობს. სასწავლო სივრცე 596 მოსწავლეზეა გათვლილი. ის თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და აერთიანებს სპეციალიზებულ ლაბორატორიებსა და ტექნოლოგიურ სივრცეებს, რომლებიც მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

კამპუსში ასევე განთავსებულია 150 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი,  რომელიც მოსწავლეების განთავსებასთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიების, მათ შორის სეზონური სკოლებისა და ბანაკების, მასპინძლობას შეძლებს.

"ბათუმის ახალი კამპუსის გახსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო სივრცეები და საერთო საცხოვრებელი შესაძლებლობას გვაძლევს, მოსწავლეებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემო შევთავაზოთ. საქართველოს ბანკთან 2007 წლიდან ვთანამშრომლობთ და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ. მოხარული ვართ, რომ ახალი კამპუსის პროექტის განხორციელებაშიც ჩვენი პარტნიორია.

საგანმანათლებლო მიმართულების განვითარების შემდეგ ეტაპს თბილისში ახალი კამპუსის პროექტი წარმოადგენს. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიღებას შეუწყობს ხელს."  - განაცხადა "ვითი ჯგუფის" დირექტორმა, ლევან გოგიამ.

"განათლების სფეროში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.  მოხარული ვართ, რომ „ვითი ჯგუფთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში ახალი კამპუსის პროექტშიც ვმონაწილეობთ. გვჯერა, რომ ახალი კამპუსი მოსწავლეებს თანამედროვე სასწავლო გარემოს შეუქმნის და განათლების მიმართულებით კომპანიის განვითარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას." - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი წეროძემ.

NS