პროკურორი ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო უფორმდებათ
4 ოქტომბრის საქმე - პროკურორი ვაჟა თოდუა ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ.
პროკურატურის პირობებია ასეთია - ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი, ხოლო ორი წელი პირობითი მსჯავრი.
შეთანხმების თანახმად, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებენ.
მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით შეთანხმების დადების თხოვნით. თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ ერთი წლით და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე დროს პირობითი მსჯავრი.
რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, მათ მიმართ ამ ეტაპზე გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. (კითხვა - შეტავაზება ძალაში რჩება და მათაც შეიძლება მსგავსი პირობით გაუფორმდეთ საპროცესო?) განხილავს აღნიშნულ განცხადებას ბრალდებსი მხარე და შემდგომში მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ვაჟა თოდუამ.
- ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
- მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი.