მსგავსი უკულტურო კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს - ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე

15.10.26 11:31
მსგავსი უკულტურო კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს - ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე

 

 

"მსგავსი უკულტურო კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს" - ასე აფასებს თიკა რუხაძის "მოღვაწეობას" საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი.

როგორც დავით ოქიტაშვილი "პირველებთან" ამბობს, რუხაძეს ის არასოდეს მოსწონდა. რაც შეეხება მამუკა მდინარაძის მის მიმართ დამოკიდებულებას, ოქიტაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი არ იცის - "ბატონ მამუკას რატომ ვძულდი არ ვიცი".

რამოდენიმე დღეა მე ეს ყველაფერი გავიგე, აქამდე იმიტომ ვიყავი გაჩუმებული, რომ მე ამ ადამიანებს ვუფრთხილდებოდი, რადგან დარჩებოდნენ უსამსახუროდ და რას უზამდნენ იცით თქვენ. მსგავსი კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს - უკულტურო. ბატონ მამუკას რატომ ვძულდი არ ვიცი, ეგ მაგათი სიტყვებია. აბა მე მკითხონ, როგორ მიყვარდნენ. ადამიანი როდესაც არის მოღალატე და გუნდს უღალატებ, ღალატი არის ყველაზე საშინელი", - აცხადებს დავით ოქიტაშვილი. 

ოქიტაშვილი "პრიველებს" უყვება, რომ მისი კულტურის პალატა სამი წლის განმავლობაში ფაქტობრივად დაკეტილი იყო, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობდა. 

"ამას ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობდი, ველოდებოდი პასუხს" - აცხადებს ოქიტაშვილი. 

როდესაც ის მინისტრი იყო, მე ვუთვლიდი, მითხარი რა დავაშავე. მზად ვარ მოვიდე, გავცე პასუხი კითხვებს. მას არ ჰქონდა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი. სამი წელი მე ყველაფრისგან იზოლაციაში ვიყავი. კულტურის პალატა დაკეტილი იყო, არ მუშაობდა. ამას ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობდი, ველოდებოდი პასუხს. 2016 წელს გავიცანი ბატონი მამუკა მდინარაძე. რავიც, მაგი თუ იყო მაგ ქალის უკან, არ ვიცოდი. ეხლა მითხრეს, რამოდენიმე დღის წინ. რაც მალე გაიწმინდება კულტურის სამინისტრო თიკა რუხაძის მიერ ჩაბუდებული კრიმინალი კადრებისგან, ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ, რომ მთელი ქართული კულტურა ამოისუნთქებს. ვერასოდეს მე ეგ პასუხს ვერ გამცემს. მე არა საქართველოს მსოახლეობას გასცეს პასუხი და იმ კულტურის მუშაკებს, რომელთა მიმართაც იყო ძალიან აგრესიული", - აცხადებს დავით ოქიტაშვილი. 

დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა ურხაძე და სუს-ის ექს-შეფი, მამუკა მდინარაძე თადაპირველად ფბ-ზე გავრცელებული პოსტით ამხილა.

მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან. 

„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!" - მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს. 

დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.

"საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია", - წერს ოქიტაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები