ჩემი შვილი ციხეში დაცული არ არის, მეშინია რამე არ დამართონ - პატიმარ ბექა ცერცვაძის დედა
პროკურატურაც და პენიტენციური სამსახური ამ დრომდე არ ამბობს, დაიწყება თუ არა გამოძიება ძალადობაში მხილებული ბადრაგების წინააღმდეგ. დედა, რომლის პატიმარმა შვილმა დღეს "პირველებს" რუსთავის მეექვსე ციხეში მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ უამბო, ამბობს, რომ ეშინია, მის შვილს ციხეში რამე არ დამართონ.
პატიმარი ბექა ცერცვაძე რუსთავის ციხიდანა ლაითურის ციხეში 2 ოქტომბერს მომხდარი ბუნტის შემდეგ გადაიყვანეს.
მისი მშობელი ამბობს, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყო იმ სისტემურ ძალადობაზე, რომლებიც პატიმრების მიერ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობას მოჰყვა.
ჩვენ დაგვირეკა ბექამ, ასე და ასე არის , ადვოკატებს უთხრაით რომ გააჟღერონო, ანუ უნდა, რომ მის გვერდში იდგნენ პატიმრები. გამოძიება გაგრძელდეს კაცო, თუ გაუპატიურებაზე დაიხურა, იქ ძალადობა და ცემა ხომ იყო პატიმრების, მაგაზე ხომ მაინც უნდა გაგრძელდეს გამოძიება. დავითაძეს რომ მხარი დაუჭირეს, რატომ სცემეს სხვა პატიმრები, რატომ გადაიყვანეს ესეც. რაიმე პროვოკაცია არ მოუწოყონ და რაიმე არ დამართონ, ცალკე მაგაზე გული მისკდება. ყველაფრის უნდა გეშინოდეს, ასე პირდაპირ რომ ასახელებს გვარებს და სახელებს. რა თქმა უნდა, არ არის დაცული. მინდოდა იქ ოზურგეთში მეშოვა ვინმე ადვოკატი, შემეშვა, მაგრამ არაო, არ გინდაო", - ამბობს ბექა ცერცვაძის დედა.
ტერორსა და ძალადობაზე დღეს "პირველებთან" კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა. მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბინადარი, ბექა ცერცვაძე "პირველებს" უყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მიერ გაუპატიურებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ.
"თავზე დამახტნენ, მცემეს, დამჭირდა ექიმების დახმარება" - უთხრა პატიმარმა "პირველებს".