გიორგი ფეიქრიშვილის გამოკითხვა დასრულდა - ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს

27.10.26 20:15
გიორგი ფეიქრიშვილის გამოკითხვა დასრულდა - ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს

გიორგი ფეიქრიშვილის გამოკითხვა დასრულდა - უფლებადამცველმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

როგორც მან “პირველებს“ უთხრა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ისაუბრებს გამოკითხვის დეტალებზე, რათა საქმის მსვლელობას ხელი არ შეეშალოს.

გამომძიებელი იყო შემოსული, ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ კონკრეტულად თუ რა გააკეთა, ამაზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. მე ვიცაც კონკრეტული პიროვნებების ინტერესს, არ მინდა, ჩემი რაღაც ზედმეტად გამონათქვამებით, ზიანი მიადგეს, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, ასევე გამოძიებას. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ გამოძიებას, რა შედეგები დაიდება და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს და გაიგებს საზოგადოება, რა არის და როგორ, - განაცხადა პაატა გოგიაშვილმა.