კანონი ამ [აზარტული თამაშების] პრობლემას ვერ გადაჭრის - მეუფე დანიელი
პარლამენტის მიერ აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი ეხმაურება. სასულიერო პირის განცხადებით, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ პრობლემას კანონი ყველაზე ნაკლებად მოაგვარებს, რეალური გამოსავალი კი, მისი თქმით, საზოგადოების სულიერ ფასეულობებთან დაბრუნებაშია.
ალბათ კანონის მნიშვნელობა დიდია ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად ვხედავ ამ პრობლემების მოგვარებას. კანონი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მოაგვარებს ამ პრობლემას, ჩემი ღრმა რწმენით. ამ პრობლემის ერთადერთი მოგვარების საშუალებაა, რომ ერი დაუბრუნდეს იმ ცხოვრების წესს, რომელსაც ჰქვია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით ურთიერთობა. ამის ნაკლებობა ბადებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც არის და ამიტომ მე არ ვიცი კანონი ამას უშველის თუ არ უშველის, შეიძლება კნონს ჰქპონდეს გარკვეული მნიშვნელობა, მაგრამ კანონი ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, - ამბობს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კაზინოებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლება ეძლევათ და საგადასახადო შეღავათები უწესდებათ. პროექტის მიხედვით, სამორინეები, რომლებიც 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირებს მოაწყობენ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან; ამასთან, მონაწილეთა სულ მცირე 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ინიციატივის საბოლოო, მესამე მოსმენით დამტკიცება დღესვე იგეგმება.
მსგავსი სიახლეები
დეპუტატმა ჭეიშვილმა "დაიბრალა", რომ თავად არის ის მოქალაქე, რომელიც აფრიკიდან უნიკალური ბაობაბების გადმოტანას ცდილობდა - რა თქვეს სხვებმა
დეპუტატმა ჭეიშვილმა "დაიბრალა", რომ თავად არის ის მოქალაქე, რომელიც აფრიკიდან უნიკალური ბაობაბების გადმოტანას ცდილობდა - რა თქვეს სხვებმა