დეპუტატმა ჭეიშვილმა "დაიბრალა", რომ თავად არის ის მოქალაქე, რომელიც აფრიკიდან უნიკალური ბაობაბების გადმოტანას ცდილობდა - რა თქვეს სხვებმა

28.10.26 15:31
დეპუტატმა ჭეიშვილმა "დაიბრალა", რომ თავად არის ის  მოქალაქე, რომელიც აფრიკიდან  უნიკალური ბაობაბების გადმოტანას ცდილობდა - რა თქვეს სხვებმა

 

 

ვინ იყო საქართველოს ის მოქალაქე, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში ბაობაბი უკანონოდ ამოთხარა და საქართველოსი ჩამოტანას გეგმავდა? ამ კითხვით "პირველებმა" "ოცნების" დეპუტატებს მიმართა. მმართველი გუნდის წევრებს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდათ. დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა კი ბაობაბის "მოპარვა" თავად დაიბრალა.

მე მოვიპარე და მე შემომაქვს. მე ვიყავი,-თქო, მე ვაკეთებდი ამ ყველაფერს, - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი. 

კითხვაზე პასუხი ეკა ჭიჭინაძემ და ბეჟან წაქაძემ ვერ გაგვცეს, ეკა სეფაშვილმა კი "პირველებს" შეკითხვა დაუწუნა.

რა უცნაური კითხვები გაქვთ, სხვა აქტუალური პრობლემა საქართველოს სინამდვილეში არ არის? სულელურ კითხვებს ვერ ვუპასუხებ, - ამბობს ეკა სეფაშვილი.

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანის საწყობში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ხუთი გიგანტური ბაობაბის ხე რჩება. სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ხეების გატანაზე მოქმედი ლიცენზია გაცემული არ ყოფილა, რის გამოც ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიება გრძელდება, ექსპორტიორის ვინაობა კი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. 

მსგავსი სიახლეები