მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი ხორცის მაღაზიაში დაჭრეს - მედია

28.10.26 16:50
მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი ხორცის მაღაზიაში დაჭრეს - მედია

მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი ხორცის მაღაზიაში დაჭრეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News.ge ავრცელებს. 

მედიის ცნობით, დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი.

გამოცემის ცნობით, ამჟამად ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოღობილი. მიმდინარეობს გამოძიება.