წავა თუ არა ოპოზიციის აკრძალვის საქმე ევროსასამართლოში - წოწორია კონვენციის 2 მუხლის დარღვევაზე საუბრობს
წავა თუ არა ქართული ოპოზიციის აკრძალვის საქმე ევრო სასამართლოში - ყოფილი მოსამართლე “პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სახეზეა მინიმუმ კონვენციის 2 მუხლის დარღვევა, შესაბამისად, ვარაუდობს, რომ ეს საქმე ბოლოს მაინც სტრასბურგის სასამართლომდე მივა.
ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე წინასწარ იყო ნავარაუდევი.
ცხადია, ეს საქმეები ასეთ რეალობაში, აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში, თუმცა, ეს ახლო პერსპექტივაში რამდენად იქნება სასარგებლო საქართველოსთვის, ძნელი სათქმელია. ცხადია, დადგება არაკონვენციური შეუსაბამობის დასკვნა, მაგრამ ამ პერიოდში საქართველოს რა დაემართება, ამაზე პროგნოზირება საკმაოდ ადვილია - მძიმე მდგომარეობაში ვიქნებით. თუკი ევროსასამართლოში წავა, მთავარი მუხლი იქნება კონვენციის მე-11 მუხლი, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვას ეხება და მე წარმომიდგენია, რომ ასევე იყოს კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც კრძალავს უფლებების შეზღუდვის ბოროტად გამოყენებას, ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ ხელისუფლებას არასდროს არ უნდა ჰქონდეს ფარულუ მიზანი უფლებების შეზღუდვის დროს. ამ შემთხვევაში, ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ფარული მიზანი არის აშკარა, გაცხადებული მიზანი, პოლიტიკური ველის მოსაუფთავების. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ “ქართულ ოცნებას“ დღეს აინტერესებს კონრკეტული შედეგების მიღწევა და 2-3 წლის შემდეგ რამე სხვა გადაწყვეტილება დადგება, ამასობაში შეიძლება საერთოდ გამოვიდნენ ევროსაბჭოდან, არ არის გამორიცხული, არ ადარდებთ, - ამბობს ნონა წოწორია.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმს არ ატანენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა