ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი ბათუმში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს
უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.