რუსეთისა და „ქართული ოცნების“ კრიტიკოსი რუმინელი კომიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს

01.11.26 12:14
რუსეთისა და „ქართული ოცნების“ კრიტიკოსი რუმინელი კომიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს

რუმინელი სტენდაპკომიკოსი ვიქტორ პატრაშკანი საქართველოში არ შემოუშვეს. ის სომხეთ-საქართველოს საზღვარზე შეაჩერეს და ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. კომიკოსის განცხადებით, მესაზღვრეებს გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა თავად ვარაუდობს, რომ ეს მის პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდება.

პატრაშკანი საჯარო გამოსვლებში ხშირად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას, საუბრობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე.

კომიკოსის თქმით, საქართველოში არშემოშვების მიზეზი შესაძლოა სწორედ მისი კრიტიკული ხუმრობები და განცხადებები გამხდარიყო. უარის პოლიტიკური მოტივი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ჩვენ ახლა საქართველო-სომხეთის საზღვართან ვიმყოფებით. მე უარი მითხრეს, რომ შევსულიყავი ქვეყანაში. ეს პირველი ქვეყანაა, სადაც არ მიშვებენ. მათ არ უთქვამთ რატომ, მაგრამ მე ვფიქრობ, მე ვიცი ამის მიზეზი, - ამბობს ვიდეომიმართვაში რუმინელი კომიკოსი. 

მსგავსი სიახლეები