"პირველების" ინფორმაციით, გელა გელაძე გაზის და ნავთობის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ინიშნება

02.11.26 15:50
"პირველების" ინფორმაციით, გელა გელაძე გაზის და ნავთობის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ინიშნება

"პირველების" ინფორმაციით, გელა გელაძე გაზის და ნავთობის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ინიშნება. მანამდე TV პირველისთვის ცნიბილი გახდა, რომ  გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. 

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, "შაბათის ეთერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გეკა გელაძე მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა, სამინისტროში არ ყოფილა. მაშინ "პირველებმა" გაარკვია, რომ პოსტზე დანიშვნის შემდეგ გელაძემ შვებულება ითხოვა და უკან სამინისტროში არ დაბრუნებულა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გელაძე ბოლო რამდენიმე კვირაა, პირადი მცველების გარეშე გადადგილდება.

ვიდრე შს მინისტრის მოადგილე გახდებოდა, გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2025 წლის 28 მაისიდან 2026 წლის 28 აპრილამდე გელა გელაძე შს მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, 2026 წლის 28 აპრილი-14 სექტემბრის პერიოდში კი იყო სუს-ის უფროსი იყო.

მსგავსი სიახლეები