პარლამენტში კანონი იყიდეს - კაზინოების კანონს კრიტიკა მოჰყვა
ახალ კანონს სათამაშო ბიზნესის შეღავათებზე პროტესტი მოჰყვა - ეკონომისტები ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.
მათი თქმით, სწორედ ორმაგი სტანდარტია, როდესაც დაჩქარებული წესით იღებენ გადაწყვეტილებებს აზარტული თამაშების ტურნირის საგადასასახდო შეღავათებზე, თუმცა, უარს ამბობენ, მაგალითად საწვავის აქციზს დროებით მაინც გადახედონ, რადგან მისი ფასი რეკორდულ ნიშნულზეა.
მათივე თქმით, ასე მუშაობს დღეს “ქართული ოცნების“ სისტემა, კონკრეტული ბიზნესმენი წყვეტს, რა სარგებელი სჭირდება, შემდეგ ეს “ლაგდება “ დეპუტატებთან, რომლებიც იღებენ კანონებს, რასაც მოქალაქეებისთვის ცუდი შედეგი მოაქვს.
გამოდის “ქართული ოცნება“ წლების წინ და აცხადებს, რომ გემბლინგი, აზარტული თამაშები, ერის პრობლემაა, უნდა ამ ერის პრობლემის გადაჭრა იმით, რომ რეკლამები აკრძალოს კრიტიკულ ტელევიზებში და შემდეგ გადის დრო და საქართველოს კაზინოებში გლობალური ტურნირების ჩატარება ხდება ისეთი მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტი 2 დღეში, დაჩქარებული წესით იღებს ამ ცვლილებებს, რომელიც ვის ინტერესს ატარებს, არავინ ვიცით, ეს არის ფისკალური უკუღმართობა, როდესაც ერთის მხრივ აცხადებ, რომ არ გაქვს რესურსი, იმიტომ რომ ბენზინი, რომელიც უკვე 5 ლარი ღირს, აქციზზე უარი თქვა, ამავდროულად შენ მაღამომგებიან ერთეულებს ჰპირდები საგადასახადო შეღავათებს, რომ ნაკლები თანხა შეიტანონ ბიუჯეტში. ეს არის “ქართული ოცნების“ სტანდარტი. შესძალოა, რომელიმე ერთმა ბიზნესმენმა, რომელიმე ერთი პარლამნეტარი დაიყოლიოს, მერე ამ პარლამენტარმა დააინიციროს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, ნორატირიუსად ქცეულმა პარლამენტმა კი ეს ცვლილებები მიიღოს, ეს ქვეყანა გვაქს, მთავრობა არის ანგარშვალდებული ივანიშვილთან, პარლამენტი არის ანგარიშვალდებული ივანიშილთან, შესაბამისად, მოსახლოების საჭიროებები არ არის პრიორიტეტი, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კანონის ყიდვაც კი შეიძლება და “პარლამენტში კანონი იყიდეს“
ფაქტობრივად, ბიუჯეტის ხარჯზე აპირებენ ტურნირის მოწყობას, კაზინოები, რომლებსაც მილიარდობით ბრუნვა აქვს, უზარმაზარი შემოსავლები გააჩნია, რაღაც ტურნირის ჩასატარებლად, რომელიც შეიძლება წელიწადში ერთხელ მოხდეს, ან საერთოდ არც მოხდეს, რომელიც არც თუ ისე ადვილია და აქაც კონკურენციაა, ითხოვენ გადასახადებისაგან გათავისუფლებას. ჩვეულებრივი ადამიანები იბეგრებიან, რამე ნივთი რომ შემოიტანო 300 ლარზე მეტი, დღგ უნდა გადაიხადო, კანონების შეცვლაც კი შეიძლება ლობისტური ქმედებებით, კანონის ყიდვა შეიძლება, პარლამენტში კანონი იყიდეს, - ამბობს რომან გოცირიძე.
პარლამენტმა, დაჩქარებული წესით კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში 26 ოქტომბერს დაიწყო და პირველი, მეორე და მესამე მოსმენით 27-28 ოქტომბერს დამტკიცდა.