მოვაჭრეების ნაწილი ეჭვობს, რომ ე.წ. გადასასვლილი ხიდი მიზანიმამართულად დაწვეს
20-ზე მეტი მაღაზია მიწასთან არის გასწორებული - უმძიმესია ვითარება ამ დრომდე სადგურის მოედანზე, სადაც ძლიერმა ხანძარმა ხალხს შემოსავლის ერთადერთი წყარო გაუნადგურა.
მოვაჭრეების ნაწილი ეჭვობს, რომ ე.წ. გადასასვლილი ხიდი მიზანიმამართულად დაწვეს.
რაღაც მოხდა. მაღაზიაში 30-40 ათასის საქონელი მაინც იქნება. გუშინწინ ამ ტერიტორიიდან ხალხი აყარეს, მესამე დღეა და მერე მოხდა ეს და ეჭვი, რა უნდა იფიქრო, აზრზე არ ვარ, - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
მოვაჭრეებს ძალიან ბევრი კითხვა აქვთ, რომელსაც პასუხი გამოძება უნდა გასცეს.
ცნობისთვის, სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე ხანძარი დღეს, 2 ნოემბერს გაჩნდა, შესაბამისი უწყების განმარტებით, ხიდზე დაიწვა შერეული ტიპის მაღაზიები. დაშავებული არავინაა.
სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ფართობთან და ზარალთან დაკავშირებით მიმდინარეობს დაზუსტება.
„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით” - განაცხადა მედიასთან ლევან მუსელიანმა.