ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

03.11.26 14:35
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა -მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს 3 ნოემბერს დაამტკიცა. 

 საპროცესო  შეთანხმების პირობით მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50000-ლარიანი ჯარიმის გადახდა.

მაია კოხტაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

ადვოკატები და ექიმის გარემოცვა თავიდანვე აცხადებდა, რომ მედიკოსს პროვოკაცია მოუწყვეს.

რამდენიმე თვის წინ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო  შეუფარდა. გირაოს თანხა, 50 ათასი ლარი მოქალაქეებმა იმავე დღეს შეუგროვეს.

რას ედავება გამოძიება მაია კოხტაშვილს:

  • ფინანსური პოლიციის მტკიცებით, კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.