სასამართლომ გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა

03.11.26 18:02
სასამართლომ გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი, გია ბარამიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.

ცნობისთვის, გია ბარამიძე საკუთარ სახლში  11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.  პროკურატურამ ენმ-ს ლიდერს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

ბარამიძის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

მსგავსი სიახლეები