ქალი, რომელიც გადათხრილი რუსთაველის გამო, კალაძესთან კითხვებით მივიდა, ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

03.11.26 18:22
ქალი, რომელიც გადათხრილი რუსთაველის გამო, კალაძესთან კითხვებით მივიდა, ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

კახა კალაძესთან კითხვებზე პასუხების მისაღებად მისული მოქალაქე რუსთაველის გამზირიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თან ჰქონდა ვიდეომასალა, სადაც ჩანდა, როგორ უჭირს გადაადგილება გადათხრილი ქუჩების გამო, ცდილობა თბილისის მერისგან მოესმინა პასუხები.

მას ასევე ჰქონდა ადგილზე მიტანილი ბანერი და ხმის გამაძლიერებელი. დიდი ძალისხმევის შედეგად მან შეძლო კალაძეს გასაუბრებოდა. კალაძემ კი ურჩია, რომ მაშინ როცა, მის სახლთან სამშენებლო მასალას მიიტანენ, პოლიციაში დარეკოს.

იმ შემთხვევაში, როდესაც შემოდის მასალები და მოძრაობა რთულდება, დაგეხმარებათ საპატრულო პოლიცია, თუ საჭიროა, მეც ვთხოვ, მაგრამ არ დასჭირდება, ნინი დარურეკავს და ჩვენი გამგეობის თანამშრომელი მიხედავს, - უთხრა კალაძემ მოქალაქეს.

ამასთან, ის დაჰპირდა ახალგაზრდა ქალს, რომ ყველანაირად დაეხმარება და პრობლემას მოაწესრიგებს.