მარნეულის საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილმა ცოლზე მერიის შენობაში იძალადა - სამირა ბაირამოვა
მარნეულის მერიაში დასაქმებული ქალი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა მერიის შენობაში - ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ძალადობაში მხილებული კაცი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილია.
ბაირამოვას თქით, მაღალჩინოსნის შვილი წარსულშიც იყო შემჩნეული ძალადობაში. უფელბადამცველის თქმით, მაშინ კაცმა აზერბაიჯანელ ბიჭს აზერბაიჯანულ ენაზე საუბრის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა სასჯელს გავლენიანი ახლობელების გამო გადაურჩა:
ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როდესაც მუნიციპალიტეტი „ვარდისფერი ოქტომბრისთვის“ ემზადება.
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილმა გასული წლის ამ პერიოდში აზერბაიჯანელ ბიჭს აზერბაიჯანულ ენაზე საუბრის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ იგივე პირი ახლა საკუთარ მეუღლეზე ძალადობაშია მხილებული.
გასულ წელს მოძალადე მამისა და პოლიციელი ძმის ფაქტორის გამო პასუხისმგებლობას გადაურჩა.
საინტერესოა, რამდენად თანმიმდევრულია მუნიციპალიტეტის დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხისადმი, როდესაც ლამაზი კამპანიებისა და საჯარო განცხადებების მიღმა რეალური პრობლემები კვლავ არსებობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Marneuli Municipality City Council აბა სადა საკრებულოს ქალი დეპუტატები, ქალთა საკითხებზე მომუშავე ადამიანები? და ეს ყველაფერი იცოდა მერმა და საკრებულოს თავჯდომარმაც😢 გემრიელი ტორტის ჭამას ვერ მოასწრეთ?
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თუ მოძალადეს ოჯახის წევრი პოლიციელია, ეს იმას ნიშნავს, რომ მის გარშემო მომხდარი ყველა ფაქტი უნდა დაიმალოს და პასუხისმგებლობას გაექცეს? მერე დავწერ ის ადამიანზე უფრო სწორად პოლიციელზე ვინც საკრებულოს მოადგილე რიჩარდ გიგანის მიერ დანიშნულია, რომელიც მათი ოჯახის შავ ლაქებს წმინდავს.
ბოლოს კი რა მოხდა? მოძალადის მეუღლემ სიმამრის გავლენებსა და კავშირებს ვერ გაუძლო. საკუთარი უფლებებისა და ღირსების დასაცავად ბრძოლა ვეღარ შეძლო შეაშინეს, გააჩუმეს. მისი დაწერილ განცხადებაც კი არ განიხილეს. ნინო წილოსანი • Nino Tsilosani თანამდებობის პირების მეუღლეებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ რამდენ ხანს უნდა ითმინონ ძალადობა, ზეწოლა და უსამართლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მოძალადეს გავლენიანი ოჯახი და კავშირები ჰყავს?
და სირცხვილი იცით რა არის? ეს ძალადობაზე მთელი მერიის შენობა დუმს…იმიტომ რომ მერიაში თუ მაღალ თანამდებობაზე ერთი კაცი მუშაობს კიდე ცალკე მისი 20-30 მდე ნათესავიც დასაქმებულია. ყველა ოჯახიანად"- წერს ბაირამოვა.