მთავარი სიტყვა ჯანდაცვის ჯგუფს უნდა ეთქმოდეს - სანდრო ურუშაძე

08.12.21 13:44
მთავარი სიტყვა ჯანდაცვის ჯგუფს უნდა ეთქმოდეს - სანდრო ურუშაძე

აუცილებელია, ხელისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროსა და ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრის" რეკომენდაციები გაითვალისწინოს - ამის შესახებ "ტვ პირველთან" ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ექსპერტმა სანდრო ურუშაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის  ერთიანი გეგმის შემუშავება  ვერ ხერხდება, რაც ეპიდემიის ეფექტურ მართვას აფერხებს.

ექსმინისტრი პრემიერსა და ჯანდაცვის ჯგუფს შორის შეუთანხმებელ პოზიციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა ტიკარაძის უწყებას და სპეციალისტებს უნდა ეთქმოდეს: 

არ ვფიქრობ, რომ ეს არის დაპირისპირება. ვფიქრობ, რომ ეს შეუთანხმებელი მოქმედებაა, რომელიც სახეზეა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანა ვერ ახერხებს ერთიანი, შეთანხმებული გეგმის წარდგენას და მოსახლეობისთვის შეთავაზებას. მთავარი სიტყვა უნდა ეთქმოდეს ჯანდაცვის სამინისტროს და იმ სპეციალისტებს, რომლების დღეს ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრს" წარმოადგენენ. ამ ხალხს აქვს ერთიანი პოზიცია და თვითოეული პოლიტიკოსი ვალდებულია, ის გაიზიაროს. ეს მხოლოდ წაადგება ეპიდემიის ეფექტურ მართვას - აცხადებს სანდრო ურუშაძე. 

ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის მწვავე უთანხმოებამ დღეს პიკს მიაღწია. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ურთიერთობა იმდენად გამძაფრდა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გუშინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დატოვეს

მსგავსი სიახლეები