სოლოლაკში, იაშვილის ქუჩაზე, ისტორიული შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა (ვიდეო)

05.11.26 15:28
სოლოლაკში, იაშვილის ქუჩაზე, ისტორიული შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა (ვიდეო)

 

 

დღეს გამთენიისას მთაწმინდაზე, სოლოლაკში, იაშვილის ქუჩის #16-ში მდებარე შენობის ფასადი ჩამოინგრა - ამის შესახებ ინფრორმაციას სოციალურ ქსელში "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ჩერქეზიშვილი ავრცელებს. 

პოლიტიკოსის თქმით, მომხდარის შედეგად საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

"მომხდართან დაკავშირებით უკვე მივმართე თბილისის მერიას, მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და თბილისის განვითარების ფონდს", - წერს სოციალურ ქსელში ჩერქეზიშვილი. 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია თბილისში არსებული ყველა ავარიული შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება და დროული პრევენციული ღონისძიებების გატარება.
საქმე ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება. სამწუხაროდ, თბილისს უკვე აქვს ძალიან მძიმე და ტრაგიკული გამოცდილება.
არ შეიძლება ქალაქი უსაფრთხოების პოსტფაქტუმ პოლიტიკით მოქმედებდეს, როდესაც რეაგირება შენობის ჩამონგრევის შემდეგ იწყება. 
თბილისის მცხოვრებლების უსაფრთხოება წინასწარ უნდა იყოს უზრუნველყოფილი", -  წერს სოციალურ ქსელში ჩერქეზიშვილი. 

მსგავსი სიახლეები