ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

06.11.26 15:30
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხან ჭენგის შეხვედრები მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან.

მსგავსი სიახლეები