ბათუმში კაცი დაჭრეს
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - შემთხვევა ღამით ქეთევნ წამებულის ქუჩაზე მოხდა.
დაშავებულს დაზიანებები ფეხის არეში აქვს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღამით კლინიკაში გადაიყვანა.
დანსაულის ადგილას გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობდნენ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობაც.
გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე და 236-ე მუხლებით მინდინარეობს.