ციხიდან გათავისუფლების პირველივე საღამოს ბათუმელი მედროშე რუსთაველის გამზირზე მივიდა
ციხიდან გათავისუფლების პირველივე საღამოს ბათუმელი მედროშე, ზურაბ ჭავჭანიძე რუსთაველის გამზირზე მივიდა.
13-თვიანი წყვეტისს შემდეგ, ჭავჭანიძე ისევ აპირებს გააგრძელოს ბრძოლა ქუჩიდან საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
ჭავჭანიძემ ციხე გუშინ პროკურატურასთან დადებული საპროცესო გარიგებით დატოვა. თავად ამბობს, რომ ეს არის ტაქტიკური გადაწყვეტილება, იმისთვის რომ ბრძოლა ციხის გარეთ გააგრძელოს.
ფოტო: პუბლიკა