ძებნილი ოთარ ფარცხალაძის გზავნილები - თბილისში პირველი შეფასებები კეთდება
რისთვის დაარღვია დუმილი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და რატომ გააქტიურდა რუსეთის ქებით? - ოპოზიცია ეჭვობს, რომ რუსეთში გაქცეულ სანქცირებულ ექს-პროკურორს დირექტივები თბილისიდან აქვს მიღებული და საბოლოო მიზანი საქართველოს რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებაა.
"ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია "ოცნნების" მიერ პარტიების აკრძალვის გეგმასაც რუსეთის საამებლად გადადგულ ნაბიჯს უწოდებს.
"ამ სქემის მიზანი არის საქართველოს უარესად ჩაფვლა რუსულ ჭაობში" - ამბობს პოლიტიკოსი.
ჩვენ ვხედდავთ, რომ "ოცნების" რეჟიმი ცალი ხელით კრძალავს დასავლურ პოლიტიკურ პარტიებს და მეორე ხელით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავისი ხელით იქნება თუ სხვა მავნე ჯგუფებით, დაახლოვდეს რუსეთთან. ამის გამოხატულება ჩვენ ვნახეთ არაერთხელ ამ ბოლო დროს, მათ შორის, როდესაც ე.წ. პრემიერმა სწორედ იმ დღეს, როდესაც პარტიების აკრძალვა დაიწყო, გამოაცხადა რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. აგრეთვე ჩვენ ვხედავთ ე.წ. რომანოვ-ფარცხალაძის აქტიურობას საკუთარი ერის გაყიდვის სამსახურში და ვხედავთ სხვადასხვა ჯგუფების ფუთფუთს, საიდანაც ყველა მიზნად ისახავს "ოცნების" რეჟიმის მიერ შექმნილი პოლიტიკური სითბოთი სარგებლობას საქართველოს და რუსეთის დასაახლოებლად, რაც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს ყველაფერი ემსახურება ერთი და იმავე სქემას და ამ სქემის მიზანი არის საქართველოს უარესად ჩაფვლა რუსულ ჭაობში", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
ენმ-ში ფიქრობენ, რომ ლაპარაკობს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე სინამდვილეში საუბრობს პუტინი, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს ოკუპაციაა.
ფარცხალაძე მთელი თავისი კონტაქტებით არის ბიძინასთან დაახლოებული ადამიანი. ის რასაც აკეთებს, არ არის შემთხვევითი და მისი და მამუკა ფიფიას გააქტიურება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უნდა დათბეს, დაკავშირებულია მხოლოდ ერთადერთ რაღაცასთან, რომ საქართველოს კიდევ ერთად უნდა გააღრმაოს ურთიერთობები რუსეთთან. საქართველოს ოკუპაცია - ეს არის ახლა, რასაც ფარცხალაძის პირით რეალურად აჟღერებს პუტინი. ეს ასევე არის მიმართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების წინააღმდეგ და საბოლოოდ დაკავშირებული იქნება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე საქართველოს მხრიდან", - ამბობს ანი წითლიძე.
თეონა აქუბარდია კი ყოფილი გენერალურ პროკურორს სერგო ორჯონიკიძეს ადარებს - ასევე პოლიტკოსს ინტერვიუმ დაუტოვა განცდა, რომ ფარცხალაძეს ივანიშვილთან არანაირი კონფლიქტი არ აქვს.
შინაარსი იგივეა (ფარცხალაძის ინტერვიუსი) რაც შეიძლება სერგო ორჯონიკიძეს ჰქონოდა 1921 წელს, მაგრამ საგულისხმოა იმ ჭრილში, რომ მას არანაირი კონფლიქტი არ აქვს ბიძინა ივანიშვილთან - რომ ის პატრიოტრი კაცია. ის ამბობს ღიად იმას, რასაც ჩვენ აქ ვერ ვისმენთ "ოცნების" მხრიდან, რომ თურმე რუსეთში უნდა დავბრუნდეთ და მათ შორის ამ დაბრუნებსი ფონზე უარი უნდა ვთქვათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონზე. ეს ვითარებაში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მეხუთე კოლონის აქტივობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მოსკოვიდან თბილისამდე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სიმძიმეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კარზე მის გენპროკურორობას და მათ შორის მის გავლენებს უკავშირდება და რის გამოც სრულიად სამართლიანად დაასანქცირა ის შტატებმა", - ამბობს თეონა აქუბარდია.
რუსეთში გაქცეული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე საქართველოს მომავალს მხოლოდ ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად ხედავს. სანქცირებული ექს-პროკურორი, რომელიც საქართველოში ძებნილადაც არის გამოცხადებული, წლების შემდეგ პირველადდ ალაპარაკდა. კაცი რომელსაც რამდენიმე მძიმე დანაშაულს ედავებიან, ამბობს, რომ რუსეთი მტერი არ არის, მის მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას კი სიცრუეს უწოდებს.
ფარცხალაძემ ვალერი კვარცხელიასთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე ისაუბარა თბილისში მოკლულ ლევან ჯანგველაძეზეც. ყოფილი გენპროკურორი ადასტურებს რომ ლევან ჯანგველაძეს იცნობდა, მაგრამ მის მკვლელობასთან კავშირებს უარყოფს. პრორუსი თანამოაზრისთვის მიცემულ ინტერვიუში, ფარცხალაძემ თქვა რომ ივანიშვილთან კონტაქტი გაწყვეტილი აქვს, თუმცა "ოცნების" დამფუძნებელი დადებითად შეაფასა.