დაადებენ თუ არა ხელბორკილებს ბაშიაჩუკ ჩხვიმიანს? - ნატა ვიბლიანის ადვოკატის ცნობით, გამოძიება ფინალურ ეტაპზეა
სვანეთში 35 წლის წინ მომხდარი სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნატა ვიბლიანის უფლებადამცველმა, მარიამ ბარსონიძემ განაცხადა.
ადვოკატის ცნობით, პროკურატურის მიერ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები ფინალურ ეტაპზეა, რის შემდეგაც დღის წესრიგში სავარაუდო დანაშაულში მხილებული პირის, ბაშიაჩუკ ჩხვიმიანის პასუხისმგებლობისა და შესაძლო დაკავების საკითხი დგება.
უფლებადამცველის განცხადებას წინ თავად დაზარალებულის, ნატა ვიბლიანის კრიტიკა უძღოდა, რომელმაც ადვოკატების მიმართ უნდობლობა და უკმაყოფილება ღიად გამოხატა.