ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

10.11.26 11:05
ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

წიწამურთან 2 წლის წინ მომხდარი აფეთების საქმე გახნილია - პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

საქმე 2024 წლის 5 ნოემბერს მომხდარ აფეთქებას ეხება, როდესაც იმ დროს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "პუშკინა", იგივე გიორგი მჭედლიშვილი ადგილზე დაიბარეს და დისტაციურად დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილოება დაახვედრეს. ამის შესახებ "პუშკინამ" რამდენიმე თვის წინ თავად მოუყვა "შაბათის ეთერს".

საგურამოში "პუშკინა" მარტო არ ყოფილა - მჭედლიშვილს თან ახლდა მისი მეგობარი ბესო ლაფაჩი, რომელიც აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, "პუშიკა" კი გადარჩა და ქვეყანა დატოვა. ამის შემდეგ, 2026 წლის ივნისში მან ინტერვიუ  "შაბათის ეთერს" მისცა, სადაც პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა. 

ვინ არის დაკავებული, ან აღირებს თუ არა ბრალს ჯერ უცნობია. შსს არც დაკავებულის ინიციალებს წერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულმა წიწამურთან, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი  ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა.

მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".- წერია შსს-ს განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები