იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც წიწამურთან "პუშკინას" და მისი მეგობრის აფეთქების ბრალდებით დააკავეს

10.11.26 13:35
იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც წიწამურთან "პუშკინას" და მისი მეგობრის აფეთქების ბრალდებით დააკავეს

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც წიწამურთან "პუშკინას" და მისი მეგობრის აფეთქების ბრალდებით დააკავეს  - გამოძიება ამტკიცებს, რომ ის 41 წლის გიორგი ნადირაძეა. ნადირაძე საგამოძიებო უწყებამ გუშინ, 2 წლიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ აიყვანა და წიწამურთან გიორგი მჭედლიშვილის (პუშკინას) აფეთქების საქმე და შმაგი ლაფაჩის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა.

დაკავებული "პირველების" ინფორმაციით, დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ნადირაძე ორი წელია დაკითხვაზე დადის და გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

როგორც ირკვევა, ახლა პროკურატურამ საქმეში ჩადო კადრები, სადაც წიწამურთან გიორგი ნადირაძის მანქანით გადაადგილება ჩანს. 

ავტომობილი ფიგურირებს იმ პერიოდში მისი, ინტერვალებში ოღონდ, ზუსტად იმ დროს არა. კი ჩემიდ აცვის ქვე მყოფი (პუშკინას) იცნობდა და მეორე პირსაც იცნობდა. წლების წინ ერთმანეთში რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ. მე როგორც ვიცი დაკავების ოქმში და ასევე სასამართლოს განჩინებაში მითითებულია რაღაც შურისძიების მოტივით თითქოს ამან ჩაიდინა დანაშაული. არანაირად, ეს პიროვნება გაწონასწორებული და მშვიდია. 2024 წელსაც და ახლაც პოზიცია აქვს, რომ არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ აქვს", - აცხადებს ადვოკატი ილია ლომია. 

  • საქმე 2024 წლის 5 ნოემბერს მომხდარ აფეთქებას ეხება, როდესაც იმ დროს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "პუშკინა", იგივე გიორგი მჭედლიშვილი ადგილზე დაიბარეს და დისტაციურად დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილოება დაახვედრეს. ამის შესახებ "პუშკინამ" რამდენიმე თვის წინ თავად მოუყვა "შაბათის ეთერს".
  • საგურამოში "პუშკინა" მარტო არ ყოფილა - მჭედლიშვილს თან ახლდა მისი მეგობარი ბესო ლაფაჩი, რომელიც აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, "პუშიკა" კი გადარჩა და ქვეყანა დატოვა. ამის შემდეგ, 2026 წლის ივნისში მან ინტერვიუ  "შაბათის ეთერს" მისცა, სადაც პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა. 

გიორგი ნადირაძე 2 წლის შემდეგ, 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი  ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".- წერია შსს-ს განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები