„არ შეგარჩენთ ძაღლების ხოცვას“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება
თბილისის მერიასთან მიუსაფარი ცხოველების უფლებადამცველები შეიკრიბნენ. მოქალაქეები ძაღლების სავარაუდო ხოცვას აპროტესტებენ.
ცხოველთა უფლებადამცველები მომხდარზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიას აკისრებენ და საქმის ობიექტურ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, გამოვლინდნენ და დაისაჯონ ცხოველების სავარაუდო სასტიკ მოპყრობასა და დახოცვაში პასუხისმგებელი პირები.
მთავარი მოთხოვნა არის პასუხისმგებელი პირების გამოაშკარავება და პასუხისგებაში მიცემა, ამ სისასტიკეზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. აუცილებელია, რომ შეწყდეს გამოცხადებული ნადირობა მიუსაფარ ძაღოლებზე და გაიხსნეს თავშესაფრის კარი რიგითი მოქალაქეებისთვის. რაც ჩვენ ვნახეთ ცოტა ხნის წინ, ლეშების მდგომარეობა, ძალიან დიდ ეჭვს ბადესბს, რომ ისინი არიან წამებით მოკლულები და არა ევთანაზიის იმ მეთოდებით, რომელიც ითვალისწინებს ცხოველის ჰუმანურად მოკვდინებას, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.