დავა სამშენებლო ბიზნესის გამო - დები ქაჯაიები მეორე დღეა პროკურატურასთან შიმშილობენ

10.11.26 15:56
დავა სამშენებლო ბიზნესის გამო - დები ქაჯაიები მეორე დღეა პროკურატურასთან შიმშილობენ

 

 

 

დები ქაჯაიების პროტესტი გრძელდება - ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებასთან ბიზნესმენი დები მეორე დღეა შიმშილობენ.

საუბარია სამშენებლო ბიზნესში ჩართული დებზე, რომლებიც რეკეტში ბიძინა ივანიშვილის ძმას ადანაშაულებენ. როგორც ისინი ამბობენ, მას შემდეგ, რაც ხმამაღლა ალაპარაკდნენ, მმართველი გუნდის მხრიდან მათზე დაიწყო ზეწოლა. 

მათივე თქმით, პროკურორი პროცესებზე შეგნებულად არ დადის, რათა საქმე გაჭიანურდეს.

ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, ვიდრე ჩვენი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება არ გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისგან, - ამბობენ ისინი. 

მიუხედავად იმის, რომ დები ქაჯაიები უწყვეტად ვშიმშილობთ, უკვე ორი დღეა, პროკურატურიდან ჩვენტან კავშირზე არავინ გამოსულა. ნოდარ მელაძის შაბათშიც იყო ამაზე საუბარი, ჩვენ გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი და სამწუხაროდ, ბევრ ფაქტებზე ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან გავლენიანი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სახელით, მიმდინარეობს ჩვენზე წნეხიდ ა იმ პოლიტიკური მართლმსაჯულების ფარგლებში მოქმედებენ დღეს გენერალური პროკურატურის თანამშრომლები. ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, ვიდრე ჩვენი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება არ გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისგან, და არ მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი და სათანადო მიმართულება, ყველა ჩვენს მიერ დაგროვილი კითხვები და პრეტენზიები, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს, არ იქნება ეფექტური გამოძიება და არ შეწყდება ის წნეხები, რომელიც დაუსრულებლად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება დები ქაჯაიების საქმეში, - ამბობს ერთ-ერთი და. 

ბიზნესმენი დები საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე 14 სართულიან კორპუსს აშენებენ, დავაც ამის გამო მიდის. ამტკიცებენ რომ პარნტიორმა პაატა ნუცუბიძემ, რომელიც საქმეში შემოიყვანეს, გაძარცვა. ახლა სამართლებრივი  დევნა პროკურატურას მხოლოდ დების წინააღდეგ აქვს დაწყებული, რაც მათთვის მტკციებულებააა, რომ სავარაუდო რეკეტის უკან მდგომ ხალხს მფარველობენ.  დებს ედავებიან, რომ პარნტიორებს შორის დადებულ შეთანხმებაზე მეოთხე პუნქტი თაღლითურად ჩაამატეს. სახელმწფიო ექსპეტიზა ამბობს, რომ ვერ დაადგენს ქსეროასლით პუნქტი ჩამატებულის თუ არა. ამის მიუხედავად სამართლომ  მტკიცებულება დასაშვებად ცნო და წარმოებაც დაიწყო. 

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები  და აუდიო  ჩანაწერები.  რომელიც ადასტურებს რომ  სასამართლოში  და საჯარო  უწყებებში  ბიზნესმენი  დების წიააღმდეგ  საქმეები  ლაგდებოდა.  ყველა ჩანაწერში  ,,ქართულ  ოცნებასთან'' დაახლოებული  პირები მფარველად ბიძინა ივანიშივლის ძმას, ალესანდრე ივანიშვილის ასახელებენ.