ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა
ქობულეთში, ახალსოფლის დასახლებაში, საცხოვრებელ სახლში, გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი" აქვეყნებს.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინასწარი ცნობებით დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.